მამუკა კუჭავა: ბიძინა კუჭავას ფეხის თითი აქვს მოჭრილი

რადიო „საქართველოს ხმის“ თანადამფუძნებლის, მამუკა კუჭავას განცხადებით, გარდაცვლილ ბიძინა კუჭავას ფეხის თითი აქვს მოჭრილი.
როგორც მამუკა კუჭავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბიძინა კუჭავას, თავის გარდა, დაზიანებები სხეულის სხვა ნაწილზეც აღენიშნება.
„მოასვენეს სახლში, დაათვალიერეს გვამი და არის ისეთი დაზიანებები, რომელიც მკვლელს არ უნდა ჰქონდეს. აქ დაზიანება სხვა ადგილებზეა, თავის არეზე არაა ლაპარაკი, მას ფეხის თითი მიკერებული ჰქონდა. გამოძიების ვერსიაში მთავარ უნდობლობას ის იწვევს, რომ ადამიანს ფეხი აქვს დაზიანებული და ამ კაცმა შემდეგ სიარული მოახერხოს, მანქანაში ჩაჯდეს, წავიდეს და თავი მოიკლას“, – განაცხადა მამუკა კუჭავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები