ტაჯიკეთი მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნების რეიტინგში მოხვდა

სასურსათო პოლიტიკის საერთაშორისო კვლევითმა ინსტიტუტმა პოსტსაბჭოთა სივრცეში ტაჯიკეთი ყველაზე ღარიბ ქვეყანად დაასახელა. ამ დასკვნის მისედვით, ქვეყნის მოსახლეობის 33% შიმშილობს.
ტაჯიკეთის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას ექსპერტები შრომითი მიგრანტებისგან თანხების გადარიცხვის მკვეთრ შემცირებას უკავშირებენ, რაც რუსეთში არსებული ეკონომიკური კრიზისით და დასავლეთის სანქციებით არის გამოწვეული.
ტაჯიკეთის ნაციონალური ბანკის მონაცემებით, გასულ წელს ფულადი გზავნილები 2014 წელთან შედარებით 40%-ით შემცირდა. ტაჯიკელი ეკონომისტების ინფორმაციით, ამ ფულით ქვეყანაში მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ფულადი გზავნილები ბოლო დრომდე წელიწადში 3 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც ტაჯიკეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 40%-ია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები