აზერბაიჯანში სავალუტო ჯიხურები დაიხურა

აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით, უცხოური ვალუტის გაცვლა საბანკო ოფისების და მისი ფილიალების გარეთ აიკრძალა. ამის შესახებ სააგენტო „ტრენდი“ იუწყება.
„სავალუტო ოპერაციების გაზრდის გამო, ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ჯიხურების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ეს გადაწყვეტილება მიღებულია კომერციული ბანკების ოპერაციების ეფექტური და ოპერატიული რეგულირების, ასევე ოპერაციებზე კონტროლის გამკაცრების და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით“, – ნათქვამია აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის განცხადებაში.
აზერბაიჯანული მანათის კურსი 2015 წელს მკვეთრად გაუფასურდა. 21 დეკემბერს ცენტრალურმა ბანკმა „მცურავ კურსზე“ გადასვლის შესახებ განაცხადა. 14 იანვრიდან მანათის ოფიციალურმა კურსმა დოლართან მიმართებაში 1,57 შეადგინა, მაშინ, როდესაც ერთი წლის წინ დოლარი 0,78 მანათი ღირდა. „როიტერის“ ინფორმაციით, „შავ ბაზარზე“ ერთი დოლარის ფასი უკვე 4,2 მანათს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები