ოდესის პროკურატურამ საოლქო ადმინისტრაციის ოფისში ჩხრეკა ჩაატარა
ოდესის ოლქის პროკურატურამ საოლქო ადმინისტრაციის შენობაში ჩხრეკა ჩაატარა. ამის შესახებ უწყების საიტზე გავრცელებულ ინფორმაციაშია მითითებული. „სამართალდამცველმა ორგანოებმა ჩხრეკის პროცესში დოკუმენტაცია მოიპოვეს, რომელიც მნიშვნელოვან ნივთმტკიცებულებას წარმოადგენს“, – ნათქვამია ამ ინფორმაციაში.
აქვე მითითებულია, რომ პროკურატურა სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ხელშეკრულებების ლეგალიზების, ასევე საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვის თაობაზე სისხლის სამართლის საქმეებს იძიებს.
რამდენიმე დღის წინ ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი მრჩეველი ვლადიმერ რეზნიკი თანამდებობიდან გაათავისუფლა და სამართალდამცველ ორგანოებს ოდესის ადმინისტრაციაში არსებული მდგომარეობის გამოძიება სთხოვა.