ირანმა 10 ამერიკელი სამხედრო გაათავისუფლა

ირანმა 10 ამერიკელი სამხედრო გაათავისუფლა, რომლებიც წუხელ, სპარსეთის ყურეში, ირანის ტერიტორიულ წყლებში დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო ‘’როიტერი“ იუწყება.
ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა სააგენტოს აცნობეს, რომ ტყვეობაში ყოფნის პერიოდში სამხედროები არ დაშავებულან. პენტაგონი ამ ინციდენტის გამოძიებას აპირებს.
ორი ამერიკული სამხედრო კატარღა ირანის ტერიტორულ წყლებში დააკავეს. მათ ბორტზე ცხრა მამაკაცი და ერთი ქალი იმყოფებოდა. კატარღები ქუვეითიდან ბაჰრეინში მიცურავდნენ და ტექნიკური პრობლემების გამო ირანის ტერიტორიულ წყლებში აღმოჩნდნენ. თეირანის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვაშინგტონმა ამ ფაქტის გამო ირანს ბოდიში უკვე მოუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები