მოსკოვში პუბლიცისტი და პოლიტოლოგი ვლადიმერ პრიბილოვსკი გარდაიცვალა
მოსკოვში, 60 წლის ასაკში რუსი პუბლიცისტი და პოლიტოლოგი, ცენტრ „პანორამას“ და გამოცემა „ანტიკომპრომატის“ დამფუძნებელი ვლადიმერ პრიბილოვსკი გარდაიცვალა.
პოლიტოლოგის შვილმა – მიხეილ პრიბილოვსკიმ ეს ფაქტი დაადასტურა. მისი თქმით, ვლადიმერ პრიბილოვსკის ცხედარი მის საკუთარ ბინაში აღმოაჩინეს. გარდაცვალების მიზეზი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.
ვლადიმერ პრიბილოვსკი 1990-იან წლებში ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობდა. 2000-იან წლებში მან ინტერნეტგამოცემა „ანტიკომპრომატი“ შექმნა. 2007 წელს პრიბილოვსკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის აქმე აღიძრა სახელმწიფო საიდუმლოების გაცემის მუხლით. პოლიტოლოგის ბინაში ჩხრეკა მას შემდეგ ჩატარდა, რაც პრიბილოვსკი რუსეთის პრეზიდენტის კანდიდატის პოსტზე დისიდენტ ვლადიმერ ბუკოვსკის წარდგენის ინიციატივით გამოვიდა. ორი წლის შემდეგ პრიბილოვსკის წინააღმდეგ გამოძიება შეწყდა.