“ქართველები და ლიტველები ერთად იბრძოდნენ დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობისათვის”

საქართველოს პრეზიდენტი ლიტვის თავისუფლების დაცვის 25 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ: “დღეს ლიტვის თავისუფლების დაცვის 25 წლისთავია! დღე, რომელიც თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობისათვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. 1991 წლის 13 იანვარს, ლიტველმა ხალხმა საკუთარი სიცოცხლე შეწირა უდიდეს იდეალს – აეშენებინათ თავისუფალი, წარმატებული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. ეს გმირული საქციელი ცხადყოფს, რომ ვერაფერი აღუდგება წინ დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სულსა და შთაგონებას. საქართველო პატივს მიაგებს იმ გმირების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე თავისუფლებას, როგორც მათ უმაღლეს ღირებულებას მიუძღვნეს! ქართველები და ლიტველები ერთად იბრძოდნენ დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობისათვის; ჩვენ ახლაც ვდგავართ ჩვენს ლიტველ მეგობრებთან ერთად, რომ მომავალი თაობებისათვის შევქმნათ ნათელი მომავალი”, – ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები