„არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ აზერბაიჯანულ გაზზე, ალტერნატივაზე უარი პოლიტიკური სიბეცე იქნებოდა“

„ის ფაქტი, რომ „გაზპრომთან“ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, საერთოდ არ იწვევს ჩემში და ჩემს პოლიტიკურ გუნდში დისკომფორტს“, – განცხადება ამის შესახევბ პარტია “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ლორთქიფანიძე მიიჩნებვს, რომ საქართველოს, მისი გეოგრაფიული მდებარებიდან გამომდინარე, შეუძლია, აზერბაიჯანის გარდა, სხვა ალტერნატიული მომწოდებელიც ჰყავდეს. ალტერნატივაზე უარის თქმა კი პოლიტიკური სიბეცის ნიშანი იქნებოდა.
„ხელისუფლება „გაზპრომთან“ ურთიერთობას ასაიდუმლოებდა და ცდილობდა, რომ დებიუტი ამ ურთიერთობებისა საჯარო არ ყოფილიყო. საკითხი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მე შემიძლია მოვიყვანო გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის და დასავლეთ ევროპის სხვა წამყვანი სახელმწიფოების მაგალითები, რომლებიც მეტწილად დამოკიდებულიც არიან „გაზპრომთან“ სწორ ურთიერთობაზე. ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ აზერბაიჯანულ გაზზე და მითი იმის შესახებ, რომ ჩვენ გვყავს მეგობარი სახელმწიფოები, მე ვფიქრობ, მოკლებულია საღ აზრს. მეგობარი სახელმწიფოები ჩვენ უნდა შევცვალოთ პარტნიორებით და იმ მუდმივი ინტერესებით, რომელიც სახელმწიფოთა შორის პარტნიორულ ურთიერთობებს დროის მოცემულ ეტაპზე ახლავს. უალტერნატივო არაფერია, ის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ იმ რეგიონში, რომელიც ახლოს არის გაზის საბადოებთან, ვგულისხმობ ირანს, აზერბაიჯანს, თურქმენეთს, რუსეთს… ჩვენ ამ ალტერნატივის გაჩენის ბუნებრივ საშუალებებს გვიჩენს და, შესაბამისად, უარი ალტერნატივაზე პოლიტიკური სიბეცის მანიშნებელი იქნებოდა“, – აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები