კამერუნის ერთ-ერთ მეჩეთში აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა
კამერუნში, ერთ-ერთ მეჩეთში აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. ამ დროისთვის ქვეყანაში მოქმედ არცერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას აფეთქებაზე პასუხისმმგებლობა არ აუღია. კამერუნის. ნიგერიის და ჩადის ტერიტორიაზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმების უმეტესობის უკან ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ „ბოევიკები“ დგანან.