თურქეთის პოლიციამ ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირის გამო, რუსეთის მოქალაქეები დააკავა
თურქეთის პოლიციამ რუსეთის სამი მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ იუწყება.
წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული პირები „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში არიან ეჭვმიტანილები.
დაკავება სტამბოლში მომხდარი ტერორისტული აქტიდან მეორე დღეს მოხდა. სტამბოლის ცენტრში სამშაბათს მომხდარი აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.
მთლიანობაში თურქეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 59 ადამიანია დაკავებული. ანტიტერორისტული ღონისძიებები ქვეყნის ხუთ ქალაქში ჩატარდა.