ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ქვეყნის ბირთვული პოტენციალის გაზრდას მოითხოვს
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ქვეყნის ბირთვული პოტენციალის გაძლიერებას მოითხოვს, რათა აშშ-ზე დარტყმის განხორციელება შესაძლებელი იყოს. მან ასევე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა ახლო მომავალში ძალზე ძლიერი წყალბადის ბომბის გამოცდას შეეცდება.
„ჩრდილოეთ კორეას უნდა გააჩნდეს ბირთვული ძალები, რომლის მეშვეობით აშშ-ზე და სხვა იმპერიალისტებზე ბირთვული დარტყმის განხორციელებას შეძლებს, თუ ისინი ჩრდილოეთ კორეის სუვერენიტეტს დაემუქრებიან“, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა.
ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ჩრდიელოეთ კორეის ლიდერმა მეცნიერები დააჯილდოვა, რომლებიც წყალბადის ბომბის შექმნაში წვლილი შეიტანეს. წყალბადის ბომბის წარმატებული გამოცდის შესახებ ქვეყნის ხელისუფლებამ 6 იანვარს განაცხადა. ამის შემდეგ აშშ-მ სამხრეთ კორეაში ბირთვული იარაღით აღჭურვილი ბომბდამშენები გადაისროლა. დაჯოლდოების ცერემონიაზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის აგრესიული პოლიტიკის გამო კორეის ნახევარკუნძული ცხელ წერტილად გადაიქცა, სადაც ნებისმიერ დროს შეიძლება ბირთვული ომი დაიწყოს. შესაბამისად, „ჩრდილოეთ კორეის მიერ წყალბადის ბომბის გამოცდა მისი სუვერენიტეტის დასაცავად გადადგმული ნაბიჯია“.