თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით ათობით ადამიანი დააკავეს
თურქეთის პოლიციამ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში 60-მდე ადამიანი დააკავა. მათი უმეტესობა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში არის ეჭვმიტანილი. დაკავებულთა უმრავლესობა წარმოშობით სირიელია. გამოძიების ინფორმაციით, მათი ნაწილი თურქეთში ტერორისტულ აქტებს ამზადებდა, ნაწილმა კი „ისლამურ სახელმწიფოს“ ერთგულების ფიცი მისცა. პოლიციამ სპეცოპერაცია სტამბოლში გუშინდელი ტერაქტის შემდეგ ჩაატარა.
სამშაბათს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მომხდარი აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. დაღუპულთა უმრავლესობა უცხოელი ტურისტია.