პაკისტანში აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანის ქალაქ ქვეთაში აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, დაღუპულთა და დაჭრილთა დიდი ნაწილი – პოლიციელია. აფეთქება პოლიომელიტთან ბრძოლის სახელმწიფო ცენტრის სიახლოვეს მოხდა. ამჟამად ბელუჯისტანის პროვინციაში, რომლის დედაქალაქია ქალაქი ქვეთა, ამ დაავადების ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს. აფეთქების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები