ირანელმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში ორი ამერიკული კატარღა დააკავეს
ირანის სანაპირო დაცვის ხომალდებმა ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში ორი ამერიკული საპატრულო კატარღა დააკავეს. მათ ათი ამერიკელი სამხედრო ქუვეითიდან ბაჰრეინში გადაჰყავდათ. ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ერთ-ერთ კატარღას ტექნიკური პრობლემები ჰქონდა, მან სვლა დაკარგა და ირანის ტერიტორიულ წყლებში აღმოჩნდა. თეირანმა უკვე განაცხადა, რომ ის მზად არის, ამერიკელი სამხედროები შეერთებულ შტატებს გადასცეს. ეს, სავარაუდოდ, ოთხშაბათს უნდა მოხდეს.