გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბეტინა კადენბახს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითად საკითხებზე ისაუბრეს. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობასა და რეგიონის უსაფრთხოების თემებზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ახალგაზრდობის ჩართულობის აუცილებლობას სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის პროცესში და პროფესიული განათლების განვითარების პერსპექტივებს. ბეტინა კადენბახმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა გერმანიის ელჩს იმ დახმარებისთვის, რასაც პარტნიორი ქვეყანა საქართველოს რეფორმების განხორციელების კუთხით უწევს.