საგაზაფხულო სესიის გახსნაზე პარლამენტი პრეზიდენტს მოუსმენს

საგაზაფხულო სესიის დასაწყისში პარლამენტი პრეზიდენტს მოუსმენს საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით, წელიწადში ერთხელ, პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე უნდა წარდგეს.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ქვეყნის მეთაურის მოსმენა საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ხდება. პრეზიდენტის პარლამენტში მოსმენის თარიღს პარლამენტის ბიურო დაადგენს. ამ თემაზე საგაზაფხულო სესიის დასაწყისშივე გაიმართება კონსულტაციები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს – 2 თებერვალს იხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები