უჩა ნანუაშვილი არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ბორჯომში, 17 წლის არასრულწლოვანის თვითმკვლელობის ფაქტს ეხმაურება. ნანუაშვილი მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის საფუძველზე, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში დაიწყო საქმის წარმოება.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ბავშვთა თვითმკვლელობის პრევენციის ერთიანი დოკუმენტი. ამდენად, ვერ ხერხდება პრობლემის გამომწვევი მიზეზებისა და რისკ-ფაქტორების შესწავლა და აღნიშნული ფენომენის აღმოსაფხვრელი პრევენციული ზომების მიღება. სახალხო დამცველის აპარატის საქმისწარმოების შედეგებიდან იკვეთება, რომ შესწავლილი საქმეებიდან, არცერთ შემთხვევაში არ მომხდარა სსკ-ს 115-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებაზე ბრალდებული პირის იდენტიფიცირება და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები