ლია გიგაური და რევაზ ჯაველიძე პანკისის ხეობაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე პანკისის ხეობაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, პანკისის ხეობაში 7 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, მათგან ხუთ სკოლაში ეთნიკური ქისტები და ჩეჩნები სწავლობენ, სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობს, 2015 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ყველა სკოლაში განახორციელა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი – გარემონტდა საკლასო ოთახები, დერეფნები, მოწესრიგდა გათბობისა და წყლის სისტემები, ელექტროგაყვანილობა, საჭიროებისამებრ, გაკეთდა გადახურვები, ეზოს შემოღობვა, გაკეთდა ორი ღია სპორტული მოედანი და ორ სკოლაში გარემონტდა სპორტული დარბაზები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საჭირო რაოდენობის ახალი მერხების შეტანა ხეობის სკოლებში. როგორც უწყებაში აცხადებენ, დღეის მდგომარეობით ყველა სკოლაში გამართულია ინფრასტრუქტურა და სკოლები მზადაა სრულფასოვანი სასწავლო პროცესის წარმართვისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები