ტრაგიკულად დაღუპული 12 წლის სალომე ტატიშვილი ექიმ დავით ტატიშვილის ძმისშვილია

გუდაურში, გუშინ, ტრაგიკულად დაღუპული 12 წლის მოზარდი სალომე ტატიშვილი, „დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის“ ხელმძღვანელის, დავით ტატიშვილის ძმისშვილია. სამძიმრის წერილი ცენტრის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„გუშინ ტრაგიკულად დაიღუპა 12 წლის სალომე ტატიშვილი. დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი ღრმა წუხილს გამოხატავს პატარა სალომეს დაკარგვის გამო”, – წერია ცენტრის თანამშრომელთა მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
გუდაურში უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. მოზარდ გოგონას სასრიალო ტრასაზე 19 წლის ბიჭი დაეჯახა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე გარდაიცვალა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები