გიორგი მარგველაშვილი: ქართველ ამომრჩეველს არ უნდა ჰქონდეს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღევანდელი დღის მიზანი არის ის, რომ ქართველ ამომრჩეველს არ ჰქონდეს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის, – ამის შესახებ მარგველაშვილმა ტელეკომპანია “გურჯაანის” ეთერში განაცხადა.
“დღეს საკითხი არ დგას, რომ ქართული დემოკრატიის მომავალი უდრის ხელისუფლების ცვლილებას. მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ მაინც უნდა გავაღრმაოთ დემოკრატიული რეფორმები. აქ არ არის ლაპარაკი ხელისუფლების ცვლილებაზე. დღეს უკვე ლაპარაკია დემოკრატიის გაღმავებაზე. მიზანი ის კი არ არის, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია გავიდეს და რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტია მოვიდეს ხელისუფლებაში, დღეს მიზანი არის ის, რომ ქართველ ამომრჩეველს არ ჰქონდეს ცუდსა და უარესს შორის არჩევანი. ანუ ის ორპოლუსიანი სისტემა, სადაც ერთი იყო გადამრჩენელი და მეორე დამანგრეველი და დამანგრეველი უნდა შეეცვალა გადამრჩენელს, შემდეგ როლები იცვლებოდა და შავსა და თეთრს შორის იყო საუბარი. ეს სიტემა უნდა გადავიდეს უფრო გაშლილ, უფრო ვეროპულ სისტემაში და ეს ნათლად ასახავს დემოკრატიულ პროცესს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები