პატრიარქი: მშობლებმა უნდა დალოცონ მათი შვილები, რადგან მშობლის დალოცვა არის ღვთის დალოცვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ბავშვებისთვის პარაკლისი გადაიხადა. ტაძარში უამრავი ბავშვი და მშობელი იყო შეკრებილი, მათგან ზოგიერთი მძიმე ავადმყოფიც იყო. უწმინდესმა პარაკლისის დაწყებამდე ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა და ქრისტეშობა მიულოცა. “მადლი ღვთისა, მადლი ახალშობილისა ძისა ღვთისასა იესო ქრისტესი იყოს თქვენ და თქვენი ბავშვებისა ზედა. დღეს დავლოცავთ ჩვენს ახალგაზრდებს, ბავშვებს, ჩემს ნათლულებს და მთელ საქართველოს. საოცარი დამთხვევაა, დღეს არის დღესასწაული 14 000 ბავშვისა, რომელიც მოსპო ჰეროდე მეფემ. 14 000 მოწამე ბავშვის მადლი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს”, – ბრძანა პატრიარქმა. როგორც ილია მეორემ ბრძანამ მშობლებმა უნდა დალოცონ მათი შვილები, რადგან მშობლის დალოცვა არის ღვთის დალოცვა. ბავშვებისთვის პატრიარქი პარაკლისს ყოველ ორშაბათს გადაიხდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები