თბილისის მოსახლეობის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება
თბილისის მოსახლეობის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დიდუბის რაიონში, ავარიის პრევენციის მიზნით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:
აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), თევდორე მღვდლის, გორის, ცაბაძის, ძმები ფიფიების, შანავას, მაიაკოვსკის, ქურდიანის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ზუგდიდის, ევდოშვილის და სოხუმის ქუჩების მცხოვრებლებს (2 130 აბონენტს).
ნაძალადევის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ზღვისუბნის დასახლების და რომელაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს (507 აბონენტს).
მთაწმინდის რაიონში, კაბელების გამოკვლევის მიზნით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), თავისუფლების მოედნის, პუშკინის, გუდიაშვილის და ასათიანის ქუჩების მცხოვრებლებს (128 აბონენტს).
ავარიის პრევენციის მიზნით, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ჟვანიას, შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, ძმები ზუბალაშვილების და ბესიკის ქუჩების მცხოვრებლებს (318 აბონენტს). კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.