“რეიგანი მსახიობი იყო, მაგრამ არ მგონია, ვინმეს ამერიკის უფრო კარგი პრეზიდენტი ახსოვდეს”

რონალდ რეიგანი მსახიობი იყო, მაგრამ არ მგონია, რომ ვინმეს ამერიკის უფრო კარგი პრეზიდენტი ახსოვდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველა პარტია თავისი კანდიდატების შესახებ მსჯელობს და ყველა პარტიას თავისი მოსაზრებები ექნება, თუ რომელი და რა კატეგორიის კანდიდატები ეყოლებათ წარდგენილნი. „ყველა პოლიტიკური პარტია თავისი კანდიდატების შესახებ მსჯელობს. ამიტომ, ყველა პარტიას თავისი მოსაზრებები ექნება, თუ რომელი და რა კატეგორიის კანდიდატები ეყოლებათ წარდგენილნი. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ კოალიციურ რეჟიმში ამ თემასთან დაკავშირებით რაიმე განხილვები გვქონდა, გეტყვით, რომ არ გვქონია.  როგორც კი კონსულტაციები დაიწყება, თქვენ ამის შესახებ ინფორმირებულები იქნებით. რონალდ რეიგანი მსახიობი იყო, მაგრამ არ მგონია, რომ ვინმეს ამერიკის უფრო კარგი პრეზიდენტი ახსოვდეს“, – დასძინა ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები