“ევროკომისიის მიზანი, როგორც ჩანს, არ იყო ობიექტური და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა და მასზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა” – მახაშვილი
“ევროკომისიის მიზანი, როგორც ჩანს, არ იყო ობიექტური და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა და მასზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„ქვეყნებზე, რომლებიც კორუფციის, თუ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებითი გამოწვევების წინაშე დგანან, ერთ სიტყვას არ ამბობენ მაშინ, როდესაც სხვებს და განსაკუთრებით საქართველოს აკრიტიკებენ ხშირ შემთხვევაში სრულიად უსამართლოდ. მისი [შეფასების დოკუმენტის] მთავარი მიზანი არის პოლიტიკური შანტაჟისთვის სხვა ქვეყნებთან გამოყენება“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ უკრაინისა და მოლდოვის შეფასების დოკუმენტიდან ამოიღო მუხლები კორუფციასა და ადამიანის უფლებებზე.