დოლარის ოფიციალური კურსი რუსეთში პირველად 75 რუბლს გადასცდა
რუსეთის ბანკის მიერ დადგენილი დოლარის გაცვლითი კურსი 12 იანვრიდან 75,95 რუბლს შეადგენს. ეს 3 რუბლით აღემატება დღე მოქმედ კურსს და ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 18 წლის განმავლობაში.
75 დოლარზე მაღლა რუსეთის ვალუტის კურსი 1998 წელს ჩატარებული დენომინაციის შემდეგ არ ასულა. ევროს კურსი 3,17 რუბლით გაიზარდა და 82,8 რუბლი შეადგინა. რუსი ექსპერტები რუბლის გაიაფებას ნავთობის ფასების დაწევას უკავშირებენ. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა 32, 84 დოლარამდე დაიწია.