თურქეთში კონტრაბანდისტები ვან დეიკის ნახატის გაყიდვას ცდილობდნენ

თურქეთში ორი პირი დააკავეს, რომლებმაც სტამბოლში კონტრაბანდული გზით ცნობილი ჰოლანდიელი ფერმწერის, ვან დეიკის ტილო ჩაიტანეს. ნახატის სავარაუდო ფასი 14 მილიონი აშშ დოლარია.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები ნახატის რეალიზებას ცდილობდნენ. თურქი სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ვან დეიკის ტილო ევროპის ერთ–ერთი ქვეყნიდან რუსეთში ჩაიტანეს, შემდეგ რუსეთიდან ის საქართველოში მოხვდა, ხოლო საქართველოდან – თურქეთში.
ცნობისთვის, ანტონიო ვან დეიკი მე–17 საუკუნის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ევროპელი ფერმწერია. მისი შედევრები მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ მუზეუმებში ინახება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები