აშშ-ში მამაკაცი დააკავეს, რომელიც პრეზიდენტ ობამას ძაღლის მოპარვას აპირებდა

აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში მამაკაცი დააკავეს, რომელიც პრეზიდენტ ობამას ერთ-ერთი ძაღლის მოპარვის მცდელობაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ „ბი–ბი–სი“ იუწყება. საიდუმლო სამსახურის აგენტებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ დაკოტას შტატის მკვიდრი სკოტ სტოკერტი ვაშინგტონში მიემგზავრება, რათა აშშ-ს პრეზიდენტის ერთ-ერთი ძაღლი გაიტაცოს. მის მანქანაში ჩხრეკის დროს ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი აღმოაჩინეს. სტოკერტს ბრალი წაუყენეს იარაღის შესახებ კანონის დარღვევაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები