ბრიტანელი პილოტი ქალი ინგლისიდან ავსტრალიაში 1942 წლის თვითმფრინავით ჩაფრინდა
ბრიტანელი პილოტი თრეისი კერტის–თეილორი ინგლისიდან ავსტრალიაში 1942 წლის მოდელის ბიპლანით ჩაფრინდა. მან ჯამში 20 ათასი კილომეტრი დაფარა.
2015 წლის ოქტომბერში თეილორი ინგლისის ქალაქ ფარნბოროდან აფრინდა. სამზე მეტი თვის განმავლობაში ის 23 ქვეყნის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა, 50 ჯერ პილოტს საწვავის შესავსებად დაფრენა დაჭირდა.
ამ მარშრუტით პირველად 1930 წელს სხვა ქალმა–პილოტმა, ემი ჯონსონმა იფრინა. თავისი მოგზაურობის დროს თეილორი ცდილობდა ჯონსონის ფრენის პირობები მაქსიმალურად აღედგინა: ის ძველი ხელსაწყოებით და გახსნილი კაბინით მიფრინავდა.