ხურგადის სასტუმროზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ეგვიპტის კურორტ ხურგადაში სასტუმროზე თავდასხმის შედეგად სამი ტურისტი დაიჭრა. როგორც სააგენტო „როიტერს“ ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ორი მათგანი ავსტრიელია და ერთი – შვედი. ამ ინფორმაციის მიხედვით, ტურისტებს პნევმატური პისტოლეტებით და დანებით შეიარაღებული ორი პირი დაესხა თავს. ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელსაც „შაჰიდის ქამარი“ ჰქონდა, ეგვიპტის უშიშროების ძალების თანამშრომლებმა მოკლეს. მეორე კი დააკავეს. თავდასხმა Bella Vista-სთან, საღამოს მოხდა. ამჟამად ეგვიპტოს პოლიცია გამოძიებას აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები