თათრეთში ხანძრის შედეგად ხუთი ბავშვი დაიღუპა
თათრეთის რესპუბლიკაში პოლიცია ხუთი ბავშვის დაღუპვის გარემოებებს სწავლობს. მათი ცხედრები ერთ-ერთი სოფლის საცხოვრებელ სახლში იპოვეს, სადაც ხანძარი გაჩნდა. ხანძარი გვიან ღამით მოხდა.
თათრეთის საგანგებო სიტუაციათა სამმართველოს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო 14 ერთეული ტექნიკა. „ხანძრის ლოკალიზაციის დროს სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ხუთი ბავშვის და ერთი ქალბატონის ცხედარი აღმოაჩინეს“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციათა სამასახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამჟამად ამ ფაქტის გამოძიება მიმდინარეობს.