ლოს-ანჯელესში ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიისთვის ემზადებიან
რამდენიმე დღეში მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ლოს-ანჯელესი მოექცევა. “ოქროს გლობუსის” დაჯილდოების 73-ე ცერემონიისთვის მზადება თითქმის დასრულებულია.
წლის საუკეთესო ფილმებს, მსახიობებსა და რეჟისორებს ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია 10 იანვარს გამოავლენს. დაჯილდოების ცერემონიას სასტუმრო ბევერლი ჰილტონი უმასპინძლებს.
სასტუმროსთან უკვე წითელი ხალიჩას შლიან. ლოს ანჯელესის ყველაზე პრესტიჟულ ქუჩაზე კინოვარსკვლავების დასახვედრად ემზადებიან.
ბოლო სამზადისი მიმდინარეობს ბევერლი ჰილტონის დარბაზშიც, სადაც უკვე წლებია ოქროს გლობუსზე მიწვეული სტუმრები იკრიბებიან. ორგანიზატორები მაყურებელს წელს ინოვაციებს ჰპირდებიან.