ჩინეთში მაო ძედუნის უზარმაზარი ქანდაკების დემონტაჟი მოხდა

ჩინეთში, მოულოდნებლად, სახალხო რესპუბლიკის პირველი თავმჯდომარის, მაო ძედუნის 37-მეტრიანი ქანდაკების დემონტაჟი მოხდა. ქანდაკება რამდენიმე დღის წინ ხენანის პროვინციაში აღმართეს. ამის შესახებ რადიო „თავისუფლება“ იუწყება.
სააგენტოების ცნობით, მაოს ქანდაკების დემონტაჟის მიზეზი, სავარაუდოდ, ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვის არარსებობა გახდა. თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომლის მიხედვით ადგილობრივ ხელისუფლებას არც ქანდაკების დადგმასთან, არც მის მოხსნასთან კავშირი არა აქვს.
პროექტი ადგილობრივმა ბიზნესმენებმა დააფინანსეს და მისმა ღირებულებამ 460 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. მაო ძედუნი ჩინეთის ლიდერი 27 წლის განმავლობაში იყო. მისი მმართველობის პერიოდში 40 მილიონი ადამიანი იყო რეპრესირებული, მათ შორის „კულტურული რევოლუციის“ და „დიდი ნახტომის“ დროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები