სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის საზღვართან, ჰაერში ქსენონი დააფიქსირა

სამხრეთ კორეის ბირთვული უსაფრთხოების სპეციალისტებმა ჩრდილოეთ კორეის საზღვართან ქსენონის დაბალი დონე დააფიქსირეს. ეს გაზი სამხრეთ კორეელმა სპეციალისტებმა ჩრდილოელი მეზობლის წინა ბირთვული ცდების შემდეგაც აღმოაჩინეს. ქსენონი ბირთვული აფეთქების დროს გამოიყოფა.
სააგენტო „რეინხაპის“ ინფორმაციით, სამხრეთ კორეის სპეციალისტებმა ჰაერის შემოწმება ოთხშაბათს დაიწყეს, მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ წყალბადის ბომბის წარმატებული გამოცდის შესახებ განაცხადა. ამასთანავე, კომიტეტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სპეციალისტებმა კიდევ უნდა დაადგინონ, არის თუ არა ატმოსფეროში ქსენონის არსებობა ბირთვული აფეთქების შედეგი, თუ სხვა რაიმე ფაქტორებით არის გამოწვეული.
წყალბადის ბომბის გამოცდის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ 6 იანვარს განაცხადა. საერთაშორისო თანამეგობრობამ ამ ფაქტის გამო აღშფოთება გამოხატა. ზოგიერთი ქვეყნის ექსპერტი კი ფხენიანის ამ განცხადებას საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები