Stratfor-ის ინფორმაციით, რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი ლიბანში დაიღუპა

რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ( ГРУ) უფროსი იგორ სერგუნი ლიბანში გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას ამერიკული სადაზვერვო-ანალიტიკური კომპანია Stratfor-ი ავრცელებს.
ამ ცნობის მიხედვით, სერგუნი 3 იანვარს კი არ გარდაიცვალა, როგორც ეს რუსეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, არამედ 1-ელ იანვარს. ამასთანავე, სერგუნი არა რუსეთში, არამედ ლიბანში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მედიამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგორ სერგუნი მოსკოვის ოლქში გულის შეტევით 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. Stratfor-ში აცხადებენ, რომ ლიბანი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების მუშაობის ადგილია. ამასთანავე, უცნობია, რას აკეთებდა სერგუნი ლიბანში და რატომ გადაწყვიტა კრემლმა ამ ქვეყანაში მისი გარდაცვალების ფაქტის დამალვა. ამერიკული სადაზვერვო-ანალიტიკური კომპანია ასევე ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ იგორ სერგუნის გარდაცვალებამ, რუსეთის სხვა სპეცსამსახურებთან შედარებით, შესაძლოა, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პოზიციები შეასუსტოს. როგორც ცნობილია, ამ უწყებას და რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს შორის (ФСБ) მუდმივ კონკურენციას აქვს ადგილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები