ავსტრალიაში ხანძარმა 100 სახლი გაანადგურა

ავსტრალიის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ იარლუპში ხანძარმა 100-მდე სახლი გაანადგურა. ამ დროისთვის ცეცხლთან ბრძოლა გრძელდება, ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია.
დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ცნობილია სამი უგზო-უკვლოდ დაკარგულის შესახებ. მთლიანად ამ ქალაქში 600 ადამიანი ცხოვრობდა. მდგომარეობას ძლიერი ქარი ართულებს. ცეცხლი გავრცელებას განაგრძობს და სხვა დასახლებულ პუნქტებსაც შეიძლება საფრთხე შეექმნათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები