„ისლამურმა სახელმწიფომ“ ლიბიაში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ლიბიაში 7 იანვარს მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო. ტერორისტული შეტევები ქალაქ რას-ლანუფში და ზლიტენში მოხდა. პირველი აფეთქება პოლიციის აკადემიის შენობასთან მოხდა. ტერორისტებმა სატვირთო ავტომობილი ააფეთქეს. ტერაქტის შედეგად 70 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა. მეორე შეტევა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. ავტომობილის აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები