ბრიუსელში პოლიციამ „შაჰიდის ქამრები“ და სალაჰ აბდესლამის თითების ანაბეჭდები აღმოაჩინა

ბრიუსელის ერთ-ერთი ბინის ჩხრეკისას პოლიციამ ასაფეთქებელი მოწყობილობა, „შაჰიდის ქამრები“ და პარიზის ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სალაჰ აბდესლამის თითის ანაბეჭდები აღმოაჩინა.
ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ეს ბინა ყალბი საბუთებით ერთ-ერთმა პირმა იქირავა, რომელიც უკვე დაკავებულია. ბელგიის პოლიციის მიერ ნაპოვნი ნივთმტკიცებულებები ცხადყოფს, რომ პარიზის ტერაქტი, რომლის მსხვერპლი 130 ადამიანი გახდა, ნაწილობრივ ბელგიის ტერიტორიაზე მზადდებოდა. პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი ორგანიზატორი სპეცოპერაციის დროს მოკლეს. სალაჰ აბდესლამი კი ამ დრომდე მიმალვაშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები