სირიის ქალაქ რაქაში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრმა საკუთარი დედა მოკლა

სირიის ქალაქ რაქაში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკმა“ საკუთარი დედა მოკლა. ისლამისტმა ეს იმის გამო ჩაიდინა, რომ დედამისი ამ ორგანიზაციის დატოვებისკენ მოუწოდებდა. ამის შესახებ ინფორმაციას დიდ ბრიტანეთში განთავსებული სირიის ადამიანის უფლებების მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.
თვითმხილველების ინფორმაციით, 20 წლის „ბოევიკმა“ 40 წლის დედა საფოსტო განყოფილების შენობასთან მოკლა. დედა ტერორისტს „ისლამური სახელმწიფოს“ რიგების დატოვებასა და მასთან ერთად ქალაქიდან წასვლაში არწმუნებდა, ვინაიდან, ქალის თქმით, აშშ და კოალიცია ამ დაჯგუფებას მალე გაანადგურებს.
რაქას „ისლამური სახელმწიფო“ 2014 წლიდან აკონტროლებს. სირიელი უფლებადამცველების ინფორმაციით, ისლამისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხალიფატის გამოცხადების შემდეგ მათ 2 ათასზე მეტი მშვიდობიანი ადამიანი მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები