უნგრეთის პრემიერს საბერძნეთის საზღვარზე ღობის მშენებლობა სურს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საბერძნეთის ჩრდილოეთ საზღვარზე ღობის მშენებლობის ინიციატივით გამოდის. ამ გზით, პრემიერის აზრით, ევროპაში მიგრანტების ნაკადი შემცირდება. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მისი თქმით, თურქეთსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების გაფორმება ამ პრობლემას ვერ გადაწყვეტს. ორბანი ასევე შენგენის ზონაში ბულგარეთის შეყვანის წინადადებით გამოდის, გარდა ამისა, ის მაკედონიისთვის საზღვრის გამაგრებისთვის ფულადი დახმარების აღმოჩენას მოითხოვს. პრემიერი ამბობს, რომ უნგრეთმა თავის სამხრეთ საზღვარზე ასეთი ღობეები უკვე ააშენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები