აშშ-მ შემთხვევით რაკეტა კუბაში გააგზავნა

ამერიკელმა სამხედროებმა, გერმანიის ნაცვლად, საწვრთნელი რაკეტა შემთხვევით კუბაში გააგზავნეს. ამის შესახებ გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს. საუბარია „ჰაერი-მიწის“ სისტემის რაკეტა Hellfire-ზე.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ეს რაკეტა 2014 წელს აშშ-ს ფლორიდის შტატიდან ესპანეთში გააგზავნეს. ამის შემდეგ რაკეტა გერმანიაში უნდა გადაეტანათ, ხოლო იქიდან – უკან, შეერთებულ შტატებში. თუმცა, დაუდგენელი მიზეზების გამო, პარიზის აეროპორტიდან ის საბარგო რეისით კუბაში გააგზავნეს. დაკარგულ რაკეტაში ასაფეთქებელი ნივითიერება არ იყო დამონტაჟებული, მაგრამ აშშ-ს ხელისუფლება შიშობს, რომ კუბას შეეძლო, მისი ელექტრონული ნაწილი რუსეთისთვის, ჩინეთისთვის ან ჩრდილოეთ კორეისთვის გადაეცა. აშშ-ს ხელისუფლება 2014-2015 წლებში კუბის მთავრობასთან რაკეტის დაბრუნების საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა. პარალელურად, ამერიკული დაზვერვა არკვევდა, იყო თუ არა რაკეტა შემთხვევით დაკარგული, თუ ეს ჯაშუშური შეთქმულების შედეგია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები