თურქეთში სამგზავრო მატარებლის ვაგონი ამობრუნდა (ვიდეო)
თურქეთის ქალაქ იზმირში მატარებლის ვაგონი ამობრუნდა. ინციდენტი მეტროს სადგურიდან რამდენიმე მეტრში მოხდა. ავარიის შედეგად ათამდე ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამ მონაკვეთზე დროებით გადაიკეტა როგორც სარკინიგზო, ასევე მეტროს მოძრაობა. ავარიის მიზეზები დგინდება.