ცნობილი ექსტრემალი და ბაგირზე მოსიარულე 30 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა

ცნობილი ფრანგი ბაგირზე მოსიარულე და ექსტრემალი ტანკრედ მელე 30 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ აკრობატული ჯგუფის Flying Frenchies-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ამ ინფორმაციის მხიედვით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მელე ილეთის შესასრულებლად ემზადებოდა. ის ერთი საჰაერო ბურთიდან ბაგირით მეორე ბურთზე უნდა გადასულიყო. მამაკაცი აეროსტატის გონდოლას იყო ჩაჭიდებული, რა დროსაც ის მოულოდნელად აფრინდა. მელეს მეგობრების თქმით, მას მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები