ირაკლი შიხიაშვილმა და მამუკა ჩოქურმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირის ოჯახს შობა მიულოცეს

სამგორის რაიონის გამგებელი მამუკა ჩოქური და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლის ილია ბაბუციძის ოჯახს ეწვივნენ, შობის ბრწყინვალე დღესასწაული პირადად მიულოცეს და სასაჩუქრე ნობათები გადასცეს.
ილია ბაბუციძე 2008 წლის ომში, ცხინვალში დაიღუპა. დაჯილდოვებულია “ვახტანგ გორგასლის” I ხარისხის ორდენით და მისი სახელი მინიჭებული აქვს ქ.თბილისში სამგორის რაიონში არსებულ ერთ-ერთ ქუჩას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები