“ზეწოლა, ორმაგი სტანდარტი, ძალმომრეობა ქართველ ხალხზე და ტყუილების დეკლარირება კვლავ გრძელდება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, დავით მათიკაშვილი აცხადებს.
როგორც ის განმარტავს, სახეზეა კრიტიკა, რომელსაც არანაირი არგუმენტი არ გააჩნია და მხოლოდ არაფორმალური ძალების ინტერესების გატარებას ემსახურება.
“ეტყობა, ჯერ კიდევ არის შანსი, რომ ჩვენი ხალხი და ქვეყანა, როგორც პროქსი სახელმწიფო, იქნეს გამოყენებული. მეორე მხრივ – ვერ პატიობენ ქართველ ხალხს იმას, რომ კვლავაც ეროვნულ და ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული ხელისუფლება აირჩია არჩევნებზე. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენ ვისმენთ იმ სრულიად უსაფუძვლო კრიტიკას, რომელსაც არანაირი არგუმენტი არ გააჩნია და მხოლოდ არაფორმალური ძალების ინტერესების გატარებას ემსახურება”, – ამბობს მათიკაშვილი.