გიორგი ჩაკვეტაძე: ჩვენი დღის წესრიგი არის მარტივი – ვაპირებთ, ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მომზადებული ვიყოთ 2030 წლისთვის, როდესაც დაანონსებული არის, რომ ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს
“ჩვენი დღის წესრიგი არის მარტივი, ვაპირებთ, ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მომზადებული ვიყოთ 2030 წლისთვის, როდესაც დაანონსებული არის, რომ ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს,”- ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა.
„საქართველომ ერთი მარტივი მიზეზის გამოც განიმტკიცა სუვერენიტეტი. ადრე ერთი ევროპარლამენტარი რომ გამოვიდოდა, შეიძლებოდა, ქვეყანა დანგრეულიყო მისი არასამართლიანი განცხადების გამო. ახლა მთელი ჯგუფის, მათ შორის, ევროკომისიის, ევროპული საბჭოს თითოეულ განცხადებაზე ქართველი ხალხი თავის გადაწყვეტილებას იღებს, აანალიზებს თითოეულ განცხადებას, რომელიც არის არასამართლიანი საქართველოსთან და ქართველ ხალხთან მიმართებით. ასე რომ, რამდენიც უნდათ, ილაპარაკონ, მათ აქვთ თავისი დღის წესრიგი. ჩვენი დღის წესრიგი არის მარტივი, რაც არაერთხელ გავაჟღერეთ, რომ ვაპირებთ, ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მომზადებული ვიყოთ 2030 წლისთვის, როდესაც დაანონსებული არის, რომ ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.