გიორგი გაბუნია – ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დასკვნაზე: ისინი ნაწყენები არიან საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ ჩვენ პრაგმატული, თანმიმდევრული და საქართველოს ინტერესებით ნაკარნახევი პოლიტიკით დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესები

„ისინი ნაწყენები არიან საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ ჩვენ პრაგმატული, თანმიმდევრული და საქართველოს ინტერესებით ნაკარნახევი პოლიტიკით დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესები,“- ამის შესახებ კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გაფართოებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.

„ის საკითხები, რაზეც ჩვენ განსაკუთრებით, ბოლო ორი წელია, ვსაუბრობთ, თავად ევროკავშირშიც აწუხებთ. მათ შორის, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით არც ისე დიდი ხნის წინ მოვისმინეთ განცხადება, რომ თავად აპირებენ ამ მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას. ისინი ნაწყენები არიან საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ ჩვენ პრაგმატული, თანმიმდევრული და საქართველოს ინტერესებით ნაკარნახევი პოლიტიკით დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესები და საქართველო არ წაჰყვა მათ ისეთ პროვოკაციულ ნაბიჯებზე, რომლებიც ქვეყანას მიიყვანდა დაღუპვამდე”, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები