ქვემო ალაზნის მაგისტრალურ არხზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაცია“ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ქვემო ალაზნის მაგისტრალურ არხზე გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.
„საქართველოს მელიორაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს არხის 4 კილომეტრიანი მონაკვეთის წმენდა ხე-ბუჩქნარისა და დანალექი გრუნტისგან.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, მაგისტრალურ არხში წყლის შეუფერხებლად გადინება მოხდება და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე წყლის ეფექტიანი მიწოდება უზრუნველყოფილი იქნება.
„საქართველოს მელიორაცია“ ეტაპობრივად აგრძელებს სარწყავი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, რომლის მიზანიც მელიორირებული ფართობების გაზრდაა.