“გაგრძელდება მზიანი დეკემბერი საქართველოში; უახლოეს დღეებში უნალექო ამინდი შენარჩუნდება” – მეტეოროლოგი

“გაგრძელდება მზიანი დეკემბერი საქართველოში.

უახლოეს დღეებში უნალექო ამინდი შენარჩუნდება”, – ამის შესახებ მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს.

“დასავლეთ რეგიონებში, მათ შორის სანაპიროზე, ტემპერატურა +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მართალია ახალ წელს თოვლი უხდება, მაგრამ რას ვიზამთ – წინასაახალწლოდ მზის სხივები სითბოსა და სიმშვიდეს გვჩუქნის, დეკემბერი ნათელი ფერებით გვამზადებს ახალი წლისთვის”, – აღნიშნავს მეტეოროლოგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები