დავით მათიკაშვილი – ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე: კარგია, რომ საღი აზრიც ისმის ევროკავშირის წიაღში, სადაც კონკრეტულ ფაქტებსა და მოვლენებს თავის სახელს არქმევენ

“კარგია, რომ საღი აზრიც ისმის ევროკავშირის წიაღში, სადაც კონკრეტულ ფაქტებსა და მოვლენებს თავის სახელს არქმევენ. თუმცა, ის ზეწოლა, ორმაგი სტანდარტი, ძალმომრეობა ქართველ ხალხზე და ტყუილების დეკლარირება კვლავ გრძელდება“, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოში დემოკრატიული სიტუაციის შესახებ გამართულ დებატებზე საუბრისას განაცხადა.

„ეტყობა, ჯერ კიდევ არის შანსი იმისა, რომ ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა გამოყენებული იყოს, როგორც პროქსი სახელმწიფო. მეორე მხრივ, ვერ პატიობენ ქართველ ხალხს, რომ კვლავაც ეროვნული, ეროვნულ და ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული ხელისუფლება აირჩია არჩევნებზე. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენ ვისმენთ იმ სრულიად უსაფუძვლო კრიტიკას, რომელსაც არანაირი არგუმენტი არ გააჩნია და მხოლოდ არაფორმალური ძალების ინტერესების გატარებას ემსახურება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები