ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ სავაჭრო ცენტრ “იმერეთში” ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ სავაჭრო ცენტრ “იმერეთში” ხანძარი გაჩნდა.

დაზიანებულია ტანსაცმლისა და პარფიუმერიის მაღაზიები.

როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლის ლიკვიდირება მეხანძრე-მაშველებმა რამდენიმე საათში მოახერხეს.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები